აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციელმა დაკავებისას თვალში ხელბორკილი ჩაარტყა

სამოქალაქო აქტივისტი, "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი დავით კაპანაძე, რომელიც 14 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმ დროს დააკავეს, როცა ის სხვა აქტივისტის, გიორგი მუმლაძის ძალადობრივად დაკავებას აპროტესტებდა, სასამართლო პროცესის შემდეგ ამბობს, რომ პოლიციის მანქანაში უფროსმა ლეიტენანტმა თავის არეში, თვალში და შუბლთან ხელბორკილი ჩაარტყა. აქტივისტი პოლიციელის ვინაობას ვერ იხსენებს, მაგრამ ამბობს, რომ თუკი გამოძიება ამ ფაქტით დაინტერესდება, მის ამოცნობას მარტივად შეძლებს და კამერების ჩანაწერებითაც არის შესაძლებელი მისი პოვნა. დავით კაპანაძეს წინასწარი დაკავების იზოლატორში სამედიცინო დახმარება არ მიუღია, ის კლინიკაში გადაიყვანეს იზოლატორში განთავსებამდე, სადაც ჭრილობაზე ორი ნაკერის დადება დაჭირდა. სასამართლო პროცესის შემდეგ დავით კაპანაძე ექსპერტიზის ჩატარებასაც გეგმავს დაზიანებაზე. ამ შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიც. გიორგი მუმლაძე სხვა 4 აქტივისტთან ერთად პარტია ქართული ოცნების ოფისთან 14 აპრილს დააკავეს, როცა ის გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდა. დავით კაპანაძე და სხვა აქტივისტები კი ამავე დღის მეორე ნახევარში შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც აპროტესტებდნენ იმას, რომ მუმლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულში დასდეს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აქტივისტებს პოლიცია დაკავებისას როგორც წესი, ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის გამო აკავებს ან აჯარიმებს. ასევე ნახეთ GDI:ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს მუმლაძის სისხლისსამართლებრივი დევნა ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 17 საათის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 დღის წინ