“ახალი შტამები თანდათან უფრო ვრცელდება, ეს მოსალოდნელიც იყო”

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ე.წ ბრიტანული შტამი ცირკულირებს. მისი თქმით, ამ შტამის გავრცელების უკვე საკმაო რაოდენობა დაგროვდა. „ახალი შტამები თანდათან უფრო ვრცელდება, ეს მოსალოდნელიც იყო. მოგეხსენებათ, ძირითადად ჩვენთან მაინც ცირკულირებს სხვა შტამებიდან ე.წ ბრიტანული შტამი. ეს უკვე საკმაო რიცხვი დაგროვდა, ამიტომ ჩანს, რომ მისი ცირკულაცია ქვეყანაში არის“, – განაცხადა გამყრელიძემ. გარდა ამისა, გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში იმატებს რეინფიცირების შემთხვევებიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ინტენსიური ვაქცინაციის საჭიროებას. „გარკვეულად, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით, არის რეინფიცირების შემთხვევები, გვაქვს რამდენიმე დადგენილი რეინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში და ამას აუცილებლად ხაზგასმა სჭირდება, რომ ზოგადად რეინფიცირება ჩვენთან კი არა მთლიანად მსოფლიოში იმატებს და სწორედ ამიტომაც არის საჭირო ინტენსიური ვაქცინაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს იგივე რეინფიცირება“, – განაცხადა გამყრელიძემ....
წყარო

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 7 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 4 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 4 დღის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ