კავშირი გარდაცვლილ ადამიანებს ამ პროცესთან არ აქვს - ღიბრაძე საოკუპაციო ხაზის კვეთისას რეგულაციების ცვლილებაზე

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციების ცვლილებას არანაირი კავშირი არ აქვს 7 აპრილს მომხდარ ტრაგედიასთან, როცა საოკუპაციო ხაზის მდინარით კვეთისას 4 პირი დაიღუპა. „როგორც არა ერთხელ გაჟღერდა, არანაირი კავშირი იმ გარდაცვლილ ადამიანებს ამ პროცესთან არ აქვს. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არის ოკუპაციის შედეგი და არა ეპიდსიტუაციის“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად. როგორც გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა მთავრობის ყველა ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადაიდგა, ან მომავალში გადაიდგმება არის თანმიმდევრული და განპირობებულია ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება - 19 აპრილიდან, მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან. ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, - გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 14 აპრილის სხდომაზე მიიღო. ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისსა და ზუგდიდში. საზოგადოების მეტი ინტერესი საოკუპაციო ხაზის კვეთისას არსებულმა პრობლემებმა 7 აპრილს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიპყრო, მას შემდეგ რაც მდინარე ენგურმა ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში მომავალი 4 ადამიანის ცხედარი გამორიყა. გალელებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის, მათ შორის სურსათის, მედიკამენტების და ჯანდაცვის სერვისების მისაღებად უწევთ საოკუპაციო ხაზის კვეთა 1-2 დღით. 5-დღიანი კარანტინის პირობებში კი ამ სერვისების მიღებას ვერ ახერხებენ. გალელები შეზღუდვების დაწესების შემდეგ უკვე ერთი წელია, კარანტინის ტესტირებით ჩანაცვლებას ითხოვდნენ. საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ კი იმედი ჰქონდათ, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მანამდე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა ახლა არ დაწყებულა და მსჯელობის საგანი იყო, მანამდეც ვიდრე საოკუპაციო ხაზის კვეთას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლებოდა....
წყარო

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 34 წუთის წინ