აშშ-ის ახალი სანქციების ქვეშ აღმოჩნდა პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი და პრიგოჟინთან დაკავშირებული პირები

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 15 აპრილს სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსეი გრომოვი და ასევე რამდენიმე პირი და კომპანია, რომლებიც დაკავშირებული არიან ოდიოზურ ბიზნესმენ, ევგენი პრიგოჟინთან. მთლიანობაში 16 ფიზიკური და 16 იურიდიული პირი. გრომოვის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო. როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობაშია მითითებული, გრომოვი იყენებდა მედიას აშშ-ის საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისა და დაძაბულობის შექმნისთვის. ცნობილია, რომ გრომოვი კრემლში პასუხს აგებს სახელმწიფოს მიერ დაფინასებული ტელევიზიების მუშაობაე. არჩევნებში შესაძლო ჩარევის მცდლობისათვის სანქციების სიაში აღმოჩნდა 4 რუსული სიანფრომაციაო პორტალი ("ИнфоРос", NewsFront, SouthFront, Strategic Culture), ასევე რამდენიმე კომპანია და პირი, რომლებსაც აშშ-ი ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს უკავშირებს. 15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინაღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე. თეთრი სახლის საიტის თანახმად, სანქციები მიმართულია რუსეთის მიერ გამოშვებული სახელმწიფო სესხის, რუსთის ოფიციალური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების შემოღების მიზეზად დასახელდა „მავნე საერთაშორისო საქმიანობა“. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით ამერიკის ფინანსურ ინსიტუტებს აეკრძალებათ რუსეთის მიერ სახელმწიფო ვალის დასაფარად გამოცემული იმ ახალი ობლიგაციების შეძენა, რომელიც 14 ივნისის შემდეგ აღმოჩნდება მიმოქცევაში. სანქციების ნაწილი გულისხმობს რუსეთის ათი ოფიციალური პირის და დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას. რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების შესახებ ცნობების ფონზე ხუთშაბთს მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსმა 1,6 რუბლით მოიმატა და 77 რუბლი შეადგინა. 1,75 რუბლით გაძვირდა ევრო, რომლის ფასი რუბლთან მიმართებით 93-ის ნიშნულს გაუტოლდა. ...
წყარო

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 4 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ