თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ რუსთაველის თეატრი უნდა დატოვოს მსახიობმა ბესო ზანგურმა. მას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს არა მხოლოდ ნინუცა მაყაშვილმა, არამედ ბესო ზანგურმაც: „კარგი იქნება თუ ამასობაში ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს იმიტომ, რომ მე მოწოდების გარდა არაფრის გაკეთება არ შემიძლია", - უთხრა კულტურის მინისტრმა ჟურნალისტებს მარჯანიშვილის თეატრის ადმინისტრაციასა და დასთან შეხვედრის დაწყებამდე. წულუკიანის თქმით, კულტურის მინისტრს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ მსახიობი თანამდებობიდან გადააყენოს. რაც შეეხება იმას, რომ ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმრისგან ძალადობის შესახებ მხოლოდ 11 წლის შემდეგ განაცხადა, თეა წულუკიანის თქმით, ძალადობაზე საუბარი არასდროს არ არის გვიან: "გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები, და არა მხოლოდ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი, რაც გულისხმობდა ევროპაში ყველაზე ძლიერი, ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ინსტრუმენტის ხელმოწერას. ეს გახლავთ სტამბულის კონვენცია, რომელსაც მე ხელი მოვაწერე 2014 წელს თქვენი ყველას, ქართველი გოგოების და ქალების სახელით“. ასევე ნახეთ ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილზე: 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო?! თეა წულუკიანის თანახმად, კარგია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ პოლიციასთან ერთად წარმოებულმა ორწლიანმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და დღეს შედარებაც კი არ შეიძლება, იმდენად ღიად საუბრობენ ქალები წარსულ ძალადობაზე: "ჩვენ მსხვერპლს ვერასდროს ვერ ვუსაყვედურებთ იმას, რატომ არ ილაპარაკე დროზეო. ეს არ არის არასდროს სწორი და გამართლებული. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას - მეზობელს, ნათესავს, კოლეგას, რომლებმაც ამის შესახებ უფრო კარგად და დეტალურად იციან ხოლმე ვიდრე პოლიციამ, რომ ხმა ამოიღონ, იმოქმედონ. არ შეიძლება სიჩუმე“. კულტურის მინისტრმა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მიმართა, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, რადგან "უკიდურესად მნიშვნელოვანია სხვა გოგოების და ქალების უფლებების დაცვისთვის, თუ როგორ მოიქეცვა ის ამიერიდან და დადებს, თუ არა იმ ინფორმაციას, რაც მას რა თქმა უნდა, აქვს, რომ სხვა მაინც გადაარჩინოს და სხვა მაინც იყოს დაცული". ასევე ნახეთ „გამოძიება არ არის დამოკიდებული დაზარალებულის პოზიციაზე, გამოძიება უნდა დაიწყოს“ 33 წლის მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო...
წყარო

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 2 საათის წინ