აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისთვის დაწესებულ ახალ სანქციებს ზომიერს უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ 15 აპრილს დაწესებული სანქციები შედარებით ზომიერია, თუმცა, თუ რუსეთი გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, შესაბამის პასუხს მიიღებს. რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შემდეგ, თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ, სატელეფონო საუბრისას პუტინს მოსალოდნელი სანქციების შესახებ ღიად უთხრა და ისიც გააგებინა, რომ სანქციები შესაძლოა, უფრო მასშტაბური ყოფილიყო. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე თანაზომიერად მოქმედება გადაწყვიტა, რადგან მისი ადმინისტრაცია დაინტერესებულია რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარებით. ბაიდენის თანახმად, 15 აპრილს დაწესებული სანქციები პასუხია რუსეთის მიერ უკვე ჩადენილ ქმედებებზე, რადგან აშშ არავის მისცემს არჩევნებში და დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის უფლებას. три ამასთან, აშშ პრეზიდენტი აცხადებს, ვაშინგტონი არ ისწრაფვის რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციისკენ და დაინტერესებულია სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობით. ბაიდენის თქმით, იმედი აქვს, რომ პუტინთან ეფექტურ ურთიერთობას შეძლებს და ამ იდეას პუტინიც იზიარებს. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის დაწყების შანსი იქნება შეხვედრა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას შესთავაზა. ჯო ბაიდენის თანახმად, შეხვედრა შესაძლოა, ზაფხულში გაიმართოს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. თეთრ სახლში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ 13 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და პუტინს მოუწოდა, თავი შეიკავოს უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებებისგან. ბაიდენის თქმით, აშშ მომავალშიც გააგრძელებს აშშ-ის ინტერესების და ფასეულობების და მოკავშირეების დაცვას. 15 აპრილს აშშ-მა რუსეთის 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო. ასევე ნახეთ აშშ-ის ახალი სანქციების ქვეშ აღმოჩნდა პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი და პრიგოჟინთან დაკავშირებული პირები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი ვაშინგტონის სანქციებს ადეკვატურად უპასუხებს. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თანახმად, ახალი სანქციები ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრას, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას პუტინი მიიღებს. ...
წყარო

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ