მთავრობის წარმომადგენელი საუბრობს, შეჩერდება თუ არა "ნამახვანჰესის" მშენებლობა

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი რიონის ხეობის მცველებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მათ "ნამახვანჰესის" მშენებლობის პროცესებში ჩართავენ. "შედგა მოლაპარაკება. შეხვედრა იყო კონსტრუქციული, აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იქნა რიგი საკითხები, რომელიც აწუხებთ მათ. არ არის ერთი და ორი საკითხი. ამას სჭირდება სპეციალისტების პასუხი. მე მათ აღვუთქვი, რომ ეს მასი ყველა კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. ყველა კითხვას ავიტან პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან და მე მათ პირობა მივეცი, რომ ყველა პასუხი იქნება დაკმაყოფილებული", - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა შეჩერდეს ჰესების მშენებლობა, მან ასე უპასუხა: "მე დავუფიქსირე პოზიცია, რაც არის ჩვენი მთავრობის პოზიცია, ნებისმიერი პროექტი, ეს იქნება ინფრასტრუქტურული, ჰესების მშენებლობა თუ სხვა, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს, ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან იყო ჰიპოთეტური შეკითხვა, და ამაზე მიიღეს ანალოგიური პასუხი". три შეხვედრის დასრულების შემდეგ რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, მარიტა მუსელიანმა თქვა, რომ პირველად დაიშვა შესაძლებლობა, რომ ჰესი არ აშენდეს. ასევე ნახეთ რიონის ხეობის მცველი მარიტა მუსელიანი: პირველად ითქვა, რომ ჰესი შეიძლება არ აშენდეს "დღეს გვქონდა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ დაიშვა შესაძლებლობა, მოიხსნა ის აპრიორი მტკიცება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ეს პირველად გავიგე. რამდენჯერმე გაიმეორეს, თორემ ერთხელ ნათქვამი შეიძლება არ დამეჯერა... ჩვენი პრინციპული მოსაზრება იყო, რომ აუცილებელია ყველა ტრაქტორი შეჩერდეს, რაც იქ არის - ეს დაკავშირებულია გზასთან, ხიდთან თუ რაღაცასთან. ამდენი ხანი რასაც ერქვა მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის გზა, ჩვენთვის არის ძალიან პრინციპული", - თქვა მან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დიალოგის გასაგრძლებლად სამ პირობას უყენებენ: გამოლაგდნენ საპროტესტო ადგილიდან პოლიციელები, შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები და დააბრუნონ კარვები საპორტესტო ადგილებზე. ასევე ნახეთ ვარლამ გოლეთიანი ამბობს, კონსტრუქციული დიალოგისთვის ხელისუფლებამ 3 პირობა უნდა შეასრულოს ნამახვანჰესის პროტესტი რამდენიმე დღეა გუმათში გრძელდება - პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ დგანან და ითხოვენ, მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა. ასევე ნახეთ ვარლამ გოლეთიანი ამბობს, კონსტრუქციული დიალოგისთვის ხელისუფლებამ 3 პირობა უნდა შეასრულოს "ნამოხვანჰესის...
წყარო

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ