არასამთავრობო სექტორი: ნამახვანჰესის კრიზისი ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აძლიერებს

32 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს ნამახვანჰესის პროტესტთან დაკავშირებით, სადაც წერენ რომ პროცესების შემდგომ ესკალაციას და პროექტის ძალისმიერი გზით გაგრძელებას, ან ძალისმიერ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი. განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები იზიარებენ პროტესტის მონაწილეების მცდელობას, დაიცვან ადგილობრივი გარემოს და მოსახლეობის ინტერესები და თვლიან, რომ მოვლენათა მიმდინარეობა ნამახვანჰესის პროტესტის გარშემო არ იძლება ზიანის აცილების იმედს. "ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, სიტუაციის არასწორი მართვის პირობებში, სულ უფრო მეტად პოლარიზებულ პოლიტიზირებულ ხასიათს იძენს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აძლიერებს. ეს ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან შიდა დაპირისპირების გაღრმავებით, ინსტიტუტების და პროფესიონალების დისკრედიტაციით, ქვეყნის ეკონომიკური დასუსტებით, უცხო ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდითა და პოლიტიკური კავშირების შესუსტებით. შექმნილი მდგომარეობა, უდიდეს საფრთხეებთან ერთად, შეიცავს შესაძლებლობას, ქვეყანამ დანერგოს ცივილიზებული დიალოგი, გამჭვირვალობა და შეამციროს კორუფციული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების საფრთხეები; გაზარდოს სტრატეგიული შესაძლებლობები და დაადგეს ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების გზას. ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა და პასიურობა გამოუსწორებელი შეცდომა იქნება." - ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო უწყებებს და ინვესტორს მოუწოდებენ ყველა ღონე იხმარონ სიტუაციის განსამუხტად და დაიწყოს დიალოგი სრული გამჭვირვალობის პირობებში, მომიჯნავე მომიჯნავე დარგების ექსპერტებს და საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს კი თავიანთი ცოდნით, გამოცდილებით და ავტორიტეტით საგნობრივ დიალოგში ჩართვაზე. არასამთავრობო სექტორი ვითარების განსამუხტად შემდეგ ნაბიჯებს სთავაზობს ხელისუფლებას და საზოგადოებას. უპირველესად უნდა მომზადდეს და მხარეებთან შეთანხმდეს დიალოგის მიზანი, პროცედურები და წესები, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და შედეგიანობას; ჩამოყალიბდეს და მხარეებთან შეთანხმდეს ძირითადი და არსებითი შეკითხვები, პროექტის ხელშეკრულების, მისი სარგებლიანობის, საფრთხეების, პროცედურების და სხვა საკითხების გარშემო. მოხდეს ლეგიტიმური შეკითვების გამიჯნვა მცდარი ინფორმაციისგან. სახელმწიფომ და ინვესტორმა დამაჯერებელი და საგნობრივი პასუხი გასცენ ამ შეკითხვებს და გამოასწორონ გამოვლენილი ხარვეზები. მხარეებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტები. თავისი კომპეტენციის სფეროებში მოამზადონ კვალიფიციური დასკვნები, შეფასებები და რეკომენდაციები მხარე...
წყარო

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 16 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 16 საათის წინ