ემილ ავდალიანი: ბოლო დროს ქართული დიპლომატია შედარებით გააქტიურებულია ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო

ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ემილ ავდალიანი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ბოლო დროს ქართული დიპლომატია უფრო გააქტიურებულია, ვიდრე ეს იყო კონფლიქტის დაწყების პირველ პერიოდში. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს მიერ მედიატორის როლის შეთავაზებაში მან არც ფორმალური მხარე გამორიცხა, თუმცა გამოყო რამდენიმე ფაქტორიც, რაც, მისი შეფასებით, საქართველოს აქტიურობას განაპირობებს: „ერთი ის, რომ ყარაბაღის კონფლიქტმა აჩვენა ის, რომ საქართველო არის პირდაპირ მიბმული კონფლიქტთან. ეს ჩვენთვის ყოველთვის იყო გასაგები, მაგრამ ამ 20 წლის ამბებმა აჩვენა, რომ ყველა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გადის აზერბაიჯანიდან საქართველოზე პრინციპში მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ. ამიტომაც საქართველო ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ გარკვეულწილად პოზიტიური როლი შეასრულოს. მეორე არის ის, რომ წმინდა ეთნიკური კუთხით შეიძლება პრობლემა გამოგვიჩნდეს ქვეყანაში იმიტომ, რომ სენტიმენტები თამაშობს და ამან ქვეყნის შიგნით შეიძლება გაგვირთულოს მდგომარეობა და ამის რამდენიმე პრეცედენტი არსებობდა ომის დროს, როდესაც ინფრასტრუქტურაც კი დაზიანდა, ინტერნეტის მსხვილი კაბელი და ასე შემდეგ. მესამე არის ის, რომ პრინციპში საქართველოს არ სურს რომ იყოს გამოტოვებული რეგიონში მიმდინარე იმ პროცესებისგან, რომელიც პირდაპირ ეხება ინფრასტრუქტურას. ანუ ახალი რკინიგზების შექმნა ან იმ რკინიგზების აღდგენა, რომელიც საბჭოთა დროს ფუნქციონირებდა. გარკვეულწილად საქართველო დაინტერესებულია იმით, რამდენად შეიცვლება მისი როლი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რა სარგებლის გამოტანა შეიძლება აქედან ახალი ან ძველი ახალი სარკინიგზო ქსელების აღდგენისგან და ზოგადად რომ ჩვენ ისევ არ აღმოვჩნდეთ გარკვეულწილად მიტოვებული, დაზარალებული.საქართველო ხედავს რომ საჭიროა იყოს აქტიურად ჩართული“. ემილ ავდალიანის თქმით, სხვა საკითხია, რომ საჭიროა გქონდეს გეოპოლიტიკური ძალა, რათა გავლენიანი მოთამაშე იყო. „საქართველო ამ შემთხვევაში ვაღიაროთ, რომ არ წარმოადგენს ისეთ მსხვილ მოთამაშეს, რომ ეს მოახერხოს", - განაცხადა ემილ ავდალიანმა "დილის საუბრებში". три თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან არმენ სარქისიანთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ 15 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ძალაში რჩება შეთავაზება საქართველო გამოყენებულ იქნას პლატფორმად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებელი შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის. მისი თქმით, კონფლიქტის დროს...
წყარო

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 15 საათის წინ

Ирина

თბილისი
  • 9 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Нора

თელავი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ