"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები საქმის მასალებს ითხოვენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე გენერალური პროკურატურისგან მოითხოვენ საქმის მასალების გადაცემას. მათ, როგორც დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებმა, პროკურატურას დღეს მიმართეს. „დამთავრდა ყველაფერი იმით, რომ ჩვენ გვცნეს დაზარალებულად და ამის შემდეგ არანაირი აქტივობა აღარ ყოფილა პროკურატურაში“, - უთხრა დღეს მედიას დავით დვალმა. მისი თქმით, დამფუძნებლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა საზოგადოებამ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღოს. ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, ისინი მართლები არიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „რუსთავი 2“ დამფუძნებლებს დაუბრუნდეს. ასევე ნახეთ კიდევ ერთი სარჩელი "რუსთავი 2-ის" წილებისთვის - ინტერვიუ დავით დვალთან ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განმარტებით, რამდენიმე ხნის წინ, საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც დაზარალებულს ეკრძალებოდა სისხლის სამართლის საქმის ასლების მიღება. ადვოკატის განცხადებით, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, როგორც დაზარალებულები, უფლებამოსილი არიან საქმის მასალების ასლი ჰქონდეთ. „საქმის მასალების მიღებით გახდება ცნობილი, რასთან გვქონდა საქმე და რა დანაშაული იქნა ჩადენილი. ამასთანავე, ვაფრთხილებ პროკურატურას, არ გამოიტანოს რაიმე დადგენილება, ხელი არ წაუცდეთ, რომ ისინი დაზარალებულთა სიიდან ამორიცხონ. ეს იქნება კიდევ ახალი დანაშაული“, - განაცხადა ბარათაშვილმა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2019 წლის ზაფხულში დაიბრუნა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი და საქართველოში აღსრულდა ხალვაშის სასარგებლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება. ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, შესთავაზა 40%-იანი წილი, რომელზეც მათ უარი თქვეს. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ხალვაშისგან 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვენ. ეს საქმე სასამართლოშია. დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელიც ირწმუნება, რომ „რუსთავი 2“ იძულებით შეაძენინეს და 2006 წელსაც იძულებით დაათმობინეს. პროკურატურამ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დაზარალებულად 2015 წელს ცნო. ...
წყარო

Alena

თბილისი
  • 4 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 17 საათის წინ