ლონდარიძე: მენაბდის დაკავება ადასტურებს სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში

მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნესტან ლონდარიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის დაკავება სამოხელეო დანაშაულის დადასტურებაა. „მენაბდის დაკავება ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ საქმეში შეიმჩნეოდა და არსებობს სავარაუდო დანაშაულის ნიშნები სამოხელეო კუთხით. ამ პიროვნების დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა მცდარი გზა ჰქონდა არჩეული საგამოძიებო ორგანოებს და რა მტკიცედ ასაბუთებდა იმ მცდარ ვერსიას. აქვე უნდა გავიხსენო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა ამ საქმეში სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოახდინა, რომელმაც თქვა, რომ არ იყო სწორი პროკურატურის პოზიცია“, - აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ. მისი თქმით, დაზარალებული მხარის ერთ-ერთი მთავარი მიზანია გამოიკვეთოს და პასუხი გაეცეს კითხვებს იმის შესახებ, ვინ რა კუთხით მიიღო მონაწილეობა ამ საქმეში, მათ შორის მტკიცებულებების მოპოვების კუთხით: „თავდაპირველი მცდელობა ამ საქმეში სწორედ ის იყო, რომ ის მტკიცებულებები არ მოპოვებულიყო და რეალურად გადასხვაფერებულიყო, რაც მოგვცემდა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს, რამაც გავლენა საქმეზე, რა თქმა უნდა, იქონია იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება, რაც შეიძლება იმ პერიოდში მოპოვებულიყო, როდესაც შემთხვევა ჯერ კიდევ ახალი მომხდარი იყო, ვერ მოხერხდა, არ მოხერხდა. ეს განზრახ თუ რა მოტივით, ეს ჯერ კიდევ დასადგენია და შემდგომში უკვე გაჭირდა ამ მტკიცებულებები სწორად მოპოვება. გარდა ამისა, არის პრობლემა ისიც, რომ არასრულწლოვნები არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, თუმცა ამასაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები ჰქონდა. ის უნდობლობა, რაც არსებობდა საგამოძიებო ორგანოების მიმართ და ის ზეწოლა, რომელიც არსებობდა არასრულწლოვნებზე“, - აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ „დილის საუბრებში“. три მკვლელობიდან 3-წლისა და 5 თვის თავზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 აპრილს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გიორგი მენაბდე დააკავა. დაკავებული დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, რომელსაც დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა. თუმცა ამ მიმართულებით თავდაპირველად გამოძიება აღარ წასულა. ასევე ნახეთ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 3 წლის შემდეგ კიდევ ერთი პირი დააკავეს 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი. ამ საქმეზე 2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურა...
წყარო

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 3 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 15 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ