„გირჩი“ ორშაბათიდან პარლამენტში შევა

პარტია „გირჩის“ წარმომადგენლის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ორშაბათს პარლამენტში შევლენ, დაიწყებენ „კულუარულ რეჟიმში საქმიანობას“ და აჩვენებენ „ბოიკოტის სტანდარტს“ როგორც დეპუტატები. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას უთხრა. „ჩვენ გვაინტერესებს გამოქვეყნებულ 7 საკითხზე ჩვენი კოლეგების მოსაზრება. იქ არის 90 ადამიანი, რომელიც უნდა გავიცნოთ, რომელსაც უნდა დაველაპარაკოთ ამ თემაზე. 6 თვეში არის არჩევნები [ადგილობრივი თვითმმართველობის], გვინდა, რომ არჩევნებისთვის მოვემზადოთ. შესაბამისად, გვჭირდება პოლიტიკური ცხოვრების ველიც, სხვა, ისეთი არა, როგორიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ამ ველში ჩვენ ვერ ვოპერირებთ, აქედან გამომდინარე, ამ ველის შექმნას ვცდილობთ ამ ფორმით და გვინდა, რომ დისკუსია გადავიტანოთ იმ თემებიდან, რაც დღეს არის მედიაში აქტუალური, სხვა თემებზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს - ეს არის ჩვენი პოლიტიკური მიზანი“, - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი. მისი თქმით, მათ ქმედებებში იქნება „მეტი შინაარსი და ნაკლები ფორმალიზმი, არ შეიტანენ ცვლილებას ჩაცმულობაში, ასევე ცხოვრებისეულ დღის წესრიგში“. ასევე, „გირჩი“ არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, თუმცა მათთვის საინტერესო საკითხებზე საკომიტეტო მოსმენებისას აზრის გამოხატვისგან თავს არ შეიკავებენ. პოლიტიკური პარტია „გირჩი“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, 3 მანდატს ფლობს. 12 აპრილს გამოქვეყნებული განცხადებით, „გირჩი“ 7-პუნქტიანი პირობებიდან მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში აპირებდა პარლამენტში შესვლას. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ამ დრომდე მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, რადგან მიაჩნია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. ამ არჩევნების შედეგად ოპოზიციამ 60 მანდატი მოიპოვა, მათგან პარლამენტში შევიდა 6 დეპუტატი („მოქალაქეები“ - 2; „პატრიოტთა ალიანსის“ სიით - 4). ორშაბათს, სავარაუდოდ, მათ დაემატება „გირჩის“ 3 დეპუტატი. დანარჩენმა 51-მა დეპუტატმა მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს რამდენიმე თვის წინ მიმართა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მათი ეს სურვილი არ დააკმაყოფილა. საკითხი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, 2 თებერვალს განიხილებოდა. 31 მარტს თბილისში უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. 12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი. წინადადებები ეხებოდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ძალაუფლების გადან...
წყარო

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 4 დღის წინ

Яна

თბილისი
  • 7 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 4 დღის წინ