რადიო თავისუფლება სტრასბურგში ასაჩივრებს კორპორაციის წინააღმდეგ რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას

მედიაკორორაცია რადიო თავისუფალმა ევროპა/რადიო თავისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რომელიც უზრუნველყოფს მორატორიუმს რუსეთში მედიაორგანიზაციის წინააღმდეგ ადმინისტრაციული პროტოკოლების თაობაზე მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ შეადგინა ასობით ადმინისტრაციული პროტოკოლი რთე/რთ-ის და მისი გენერალური დირექტორის, ანდრეი შარის წინააღმდეგ, „უცხოეთის აგენტის“ შესახებ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის ხელყოფის საფუძველზე დაწყებული დავის ფარგლებში. ამ პროტოკოლების ნაწილში სასამართლოებმა უკვე მიიღეს დიდი ჯარიმების დაკისრების გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლოსადმი რთე/რთ-ის მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მოქმედება არღვევს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, რთე/რთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მოითხოვს უზრუნველყოფის ზომების ამოქმედებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურსა და მის გენერალურ დირექტორს, ანდრეი შარის, აუნაზღაურებელი ზარალი მიადგებათ. 27 იანვარს მოსკოვის სასამართლომ პირველი განაჩენი გამოიტანა „როსკომნადზორის“ მიერ დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შედგენილი ოქმების მიხედვით, რაც ეხება მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსეთში ე.წ. უცხოეთის აგენტებად არიან მიჩნეული. „როსკომნადზორის“ ოქმები ეხება მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებასა (რთე/რთ) და მის პროექტებს. რთე/რთ და მისი გენერალური დირექტორი დაჯარიმდნენ საერთო ჯამში 1 მილიონ 100 ათასი რუბლით. სასამართლომ არ გაითვალისწინა მედიაკორპორაციის ადვოკატების პრეტენზიები. რთე/რთ-ის ხელმძღვანელობა, რომელიც „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობას უსამართლოდ და იურიდიულად სადავოდ მიიჩნევს, განიხილავდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. რთე/რთ-ში მიაჩნიათ, რომ „როსკომნადზორის“ მოთხოვნები ზღუდავს ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლებას, ნაწილობრივ კი, მისი შესრულება ტექნიკურად შეუძლებელია. „როსკომნადზორში“ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რთე/რთ არ ასრულებდა უწყების ბრძანებას, რომელმაც 2020 წლის 30 ოქტომბრიდან საგრძნობლად გაამკაცრა ყველა პლატფორმაზე კონტენტის მარკირების წესები, 2020 წლის დამდეგს წარადგინა ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ევგენი ზურაბევმა. 29 დეკემბერს „როსკომნადზორმა“ ამ განცხადების თაობაზე შემოწმება ჩაატარა, რის შემდეგაც კორპორაცია რთე/რთ-ში გაგზავნა შეტყობინება ასობით ადმინისტრაციული ოქმის შედგენის თაობაზე ბრძანების დარღვევის გამო. უწყების თანახმად, მათი შედგენა მარტის დამდეგს უნდა დასრულებულიყო. რუს...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 5 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ