„მაინც შევძელით“ - როგორია ზუგდიდის ქალთა ახალი საფეხბურთო კლუბი [ვიდეო]

პანდემიის მიუხედავად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმნელმა საბა ქობალიამ და ბადრი ქადარიამ, იდეის განხორციელება შეძლეს და ქალთა საფეხბურთო კლუბი „ფენიქსი“ დააფუძნეს. კორონავირუსის საფრთხის გამო იყო შეფერხებები, დროში გაიწელა გუნდის შეკრებაც, მაგრამ ამის მიუხედავად, ფეხბურთის მოყვარულმა მეგობრებმა გეგმები, რომელიც 2020 წლის სექტემებრში დასახეს, მიმდინარე წლის აპრილში შეასრულეს. ამ ხნის განმავლობაში, კლუბის დამფუძნებლები ეძებდნენ სპორტის ამ სახეობაში ნიჭიერ ქალებს. მათ შორის, როგორც გამოცდილებს, ასევე მოყვარულ ფეხუბრთელებს. საბოლოოდ, გუნდი სხვადასხვა სოფლის და მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებისგან დაკომპლექტდა. „საქართველოში ქალთა კლუბები ცოტაა და ქალთა ფეხბურთის განვითარებაში რაღაც წვლილის შეტანა გვინდა“, - გვითხრა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საბა ქობალიამ. გუნდი კვირაში 3-4-ჯერ, Covid-19-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვით ცდილობს ივარჯიშოს ახალ აბასთუმნის სტადიონზე. ფეხბურთელების ტრანსპორტირებაზე დამფუძნებლები ზრუნავენ. როგორც საბა ქობალია ამბობს, მათ ფინანსურად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ააიპი - „ფეხბურთის განვითარების ფონდი“ დაეხმარა. „ამას ვამატებთ ჩვენს სახსრებსაც. ასე შევძელით შეკრება“, - ამბობს საბა ქობალია. გუნდის 15 ფეხბურთელი აქტიურად ვარჯიშობს, რათა მონაწილეობა მიიღონ 25 აპრილს დაგეგმილ ეროვნული ლიგის თამაშებში. ახალბედებს უკვე გამოცდილი ფეხბუთელები ეხმარებიან. მათ შორის არიან ჩხოროწყუს ყოფილი ქალთა საფეხბურთო გუნდის წევრები. „5 წელია რაც ვთამაშობ. როცა ჩხოროწყუს გუნდი დაიშალა, გავიგე, რომ ზუგდიდში კეთდებოდა ქალთა გუნდი, დავინტერესდით და გადმოვედთ მე და ჩემი თანაგუნდელი. რთული იყო პანდემიის პერიოდი. მეც წონაში მოვიმატე იმიტომ, რომ არანაირი ვარჯიშები არ იყო. არც იმის ხელეწყობა რომ გვევარჯიშა და ამიტომ, რამდენიმე თვე გამოვტოვეთ. პრაქტიკულად ახლა ვიწყებთ“, - ამბობს გუნდში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, 20 წლის ანა გაბედავა. მას ჩხოროწყუდან ზუგდიდში, სავარჯიშოდ მოსვლა არ ეზარება, რადგან ფეხბურთი სიამოვნებას ანიჭებს. გვითხრა, რომ არ შეიძლება დაიღალო საქმით, რომელიც ძალიან გიყვარს. როგორც სპორტის ამ სახეობაში ჩართულ ბევრ სხვა ქალს, წინააღმდეგობა ფეხბურთის თამაშის სურვილის გამოთქმისას მასაც შეხვდა. ოჯახი თვლიდა, რომ მოედანზე სირბილი და ბურთის თამაში „ქალის საქმე“ არ არის, რომ მის აღნაგობაზე ეს საბოლოოდ ცუდად აისახებოდა. მაგრამ, როგორც ანა ამბობს, ოცნება არ დათმო, რასაც საბოლოოდ ოჯახი შეეგუა. მსგავსი მოსაზრებები გუნდის დანარჩენ წევრებსაც მოუსმენიათ გარშემომყოფებისგან, თუმცა არც მათთვის არის სხვების აზრი გადამწყვეტი: „მე ვფიქრობ, რომ ვისაც უნდა, ყველას შეუძლია ითამაშოს ფეხბურთი. შეზღუდვა ამაში არ არის. ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 13 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ