ირანი აცხადებს, რომ ნათანზის ატომურ ობიექტზე ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრება დაიწყო

ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანაში დაიწყო ურანის 60-მდე გამდიდრება. ამ დონეზე გამდიდრებული ურანი ირანს არასოდეს უწარმოებია. გამდიდრების სამუშაოები დაიწყო ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე. ირანი და 2015 წლის ბირთული შეთანხმების სხვა მონაწილეები ვენაში აგრძელებენ შეხვედრებს შეთანხმების აღდგენის მიზნით. ირანის სახელმწიფო ტელევიზიას მოჰყავს პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაღერ ღალიბათის ნათქვამი, რომ ირანის მეცნიერებმა 16 აპრილს წარმატებით დაიწყეს 60 პროცენტამდე ურანის გამდიდრება. მის ნათქვამს ადასტურებს ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს უფროსი, ალი აქბარ სალეჰი, რომლის სიტყვები მოჰყავს ნახევრად ოფიციალურ სააგენტოს, თასმინს, რომ ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრების პროცესი მიმდინარეობს. ირანის ამ ნაბიჯმა დაძაბა ვითარება იმ დროს, როცა ვენაში მსოფლიოს ქვეყნები ცდილობენ, ირანმა და აშშ-მა კვლავ შეასრულონ ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. აშშ-მა 2018 წელს ბირთვული შეთანხმება დატოვა და სანქციები დაუწესა ირანს. თეირანს შეთანხმებაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ეტაპობრივად დაიწყო პირობების დარღვევა. ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრება იქნება ყველაზე მაღალი ნიშნული ირანის ბირთვული პროგრამისთვის, თუმცა ეს მაინც ნაკლები იქნება სამხედრო მიზნებისთვის საჭირო, 90 პროცენტზე. ატომური ხელშეკრულების ფარგლებში, ირანმა იკისრა გამდიდრების 3,67-მდე შემოფარგვლა. ბოლო პერიოდში ის ურანს 20 პროცენტამდე ამდიდრებს და აცხადებს, რომ ხელშეკრულების განხორციელება აღარ არის შესაძლებელი. ირანი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო - სამოქალაქო მიზნებს ემსახურება. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 7 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 2 დღის წინ