27 აპრილიდან ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი 27 აპრილიდან გაიხსნას. მისი თქმით, ვაქცინაციის ეროვნული საბჭოს რეკომენდაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლსა და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დანერგვას შეეხება. თამარ გაბუნიას თანახმად, „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესის დაწყება მაისში, სააღდგომო დღესასწაულების დასრულების შემდეგ იგეგმება იმის მიუხედავად, ექნება თუ არა ამ დროისთვის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია: „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე განიხილავს "სინოფარმის" ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს. ეს მიმდინარე პროცესია და, რა თქმა უნდა, კარგია, თუ ეს ავტორიზაცია დროულად დასრულდება. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, "სინოფარმის" ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში და 200 მილიონზე მეტი დოზა აქვს გაცემული ჩინეთის მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყანაში და ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტურად მინიმალური გვერდითი მოვლენებით. ვფიქრობთ, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ "ასტრაზენეკას" არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წლის ზემოთ, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო იმისთვის, რომ ვაქცინის სრული აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ამან კიდევ არ უნდა შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. იგი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, ექსპერტები „სინოფარმით“ ვაქცინაციის დროულად დაწყებას უჭერენ მხარს. три COVID-19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ წარმოებული ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. დღეს ქვეყანაში აცრა ორი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. საქართველოში ამ დრომდე ვაქცინირებულია 26 427 პირი. ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 15 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 18 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 2 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 18 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ