„ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით  შექმნილ დოკუმენტს

დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ამის შესახებ მედიას საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერაზე მზადყოფნა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის დასკვნით ეტაპზევე გამოხატა, თუმცა აქამდე ხელი არ მოაწერა, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდა: „გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის გარდა, "ქართული ოცნება" მზადაა თვითმმართველობის არჩევნებზე მხარდაჭერის 40 პროცენტიანი პრინციპი აამოქმედოს. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტს ვერ მიიღებს, დათანხმდება განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით. არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროკავშირმა წარდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ შეიტანა: "ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. იგი ამბობს, რომ ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერა არის "ქართული ოცნების" მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. "ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე, მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ასევე ნახეთ გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელს არ მოაწერს დანიელსონის გეგმის არსებულ ვერსიას ასევე ნახეთ სამადაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" "დანიელსონის დოკუმენტს" ხელს არ აწერს ასევე ნახეთ ზურა ჯაფარიძე "დანიელსონის დოკუმენტს" ხელს არ მოაწერს ასევე ნახეთ "სტრატეგია აღმაშენებელი" "დანიელსონის დოკუმენტის" ხელმოწერის...
წყარო

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ