იაგო ხვიჩია: "ნაციონალურ მოძრაობას" დერეფანში დაველოდებით, რომ ერთად შევიდეთ დარბაზში

"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "პარლამენტში მიდიან, მაგრამ არ შედიან". მან "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ საპარლამენტო საქმიანობას სრულყოფილად მას შემდეგ შეასრულებენ, რაც მმართველი პარტიისთვის წაყენებული 7 პირობიდან რომელიმე შესრულდება. ასევე ნახეთ "გირჩი" ასახელებს 7 პირობას, რომელთაგან ნებისმიერი ერთის შესრულების შემთხვევაში პარლამენტში შევა "ნაციონალურ მოძრაობას" დერეფანში დაველოდებით, რომ ერთად შევიდეთ დარბაზში, მაგათ გარეშე არ შევდივარ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. "გირჩის" პარტიულ გაზეთში საუბარია, როგორ იმუშავებს პარტია პარლამენტში: "ორშაბათიდან ჩვენ ვიქნებით პარლამენტის შენობაში, მაგრამ არ ავიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში და არც საკომიტეტო სხდომებში. არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებთ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რომელიც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებისგან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას, რადგან გვინდა, რომ ქვეყანაში ყველა ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება. მე პარლამენტის წევრებთან ვაპირებ ნორმალურ, კონსტრუქციულ ურთიერთობას. ასევე, გამოვიყენებთ პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომისა და სიმართლის ლაპარაკის უფლებას". პარტია „გირჩის“ წარმომადგენლის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ორშაბათს პარლამენტში შევლენ, დაიწყებენ „კულუარულ რეჟიმში საქმიანობას“ და აჩვენებენ „ბოიკოტის სტანდარტს“ როგორც დეპუტატები. ასევე ნახეთ „გირჩი“ ორშაბათიდან პარლამენტში შევა ...
წყარო

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 3 საათის წინ

Ирина

თბილისი
  • 9 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 18 საათის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 17 საათის წინ

Mistress

თბილისი
  • 11 საათის წინ

Нора

თელავი
  • 7 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Яна

თბილისი
  • 2 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 11 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ