ჰონგ-კონგელი მედიამაგნატი, ლაი და დემოკრატიის სხვა მომხრეები გაასამართლეს 2019 წლის საპროტესტო გამოსვლების გამო

ჰონგ-კონგის უკანასკნელი ოპოზიციური გაზეთის მფლობელი, მილიარდერი, ჯიმი ლაი და დემოკრატიის მომხრე რამდენიმე სხვა ადამიანი არასანქცირებულ თავყრილობებში მონაწილეობის გამო ანტისამთავრობო პროტესტების დროს, 2019 წელს დააპატიმრეს ამ საფინანსო ცენტრში უფლებებისა და თავისუფლებების მუდმივი შეზღუდვის ფონზე. ჰონგ-კონგის სასამართლომ, 16 აპრილს, ლაის 12-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა Apple Daily-ს 73 წლის დამაარსებელი მისი აქტიურობის გამო გაასამართლეს. მალევე მას მეორე არასანქცირებული თავყრილობის საქმეზე რვა თვე მიესაჯა, მაგრამ პატიმრობაში, მთლიანობაში, მხოლოდ 14 თვეს დაჰყოფს, რადგან პატიმრობების ვადების ნაწილს ერთდროულად მოიხდის. მთლიანობაში, ცხრა ადვოკატს მიესაჯა საპატიმრო ვადა, თუმცა ოთხს, 82 წლის ადვოკატის და ყოფილი კანონმდებლის, მარტინ ლის, ჩათვლით, პირობითი პატიმრობა შეეფარდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაითვალისწინა მათი ასაკი და დამსახურება. ეს განაჩენები დარტყმას აყენებს ჰონგ-კონგის ისედაც შესუსტებულ დემოკრატიულ მოძრაობას, რომელიც უპრეცედენტო რეპრესიებს განიცდის პეკინისა და ჰონგ-კონგის ხელისუფლებების მხრიდან. ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ჩინეთის ნაწილია, მაგრამ იმართება პრინციპით "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა", რაც ნიშნავს, რომ ქალაქს თავისი საკუთარი სამართლებრივი სისტემა და უფლებები აქვს - სიტყვის თავისუფლებისა და პრესის თავისუფლების ჩათვლით. თუმცა ბევრი ჰონგ-კონგში, ისევე როგორც უფლებადამცველი ჯგუფები და დასავლური დემოკრატიები, პეკინს ადანაშაულებენ უკანასკნელ წლებში ამ თავისუფლებებისა და ავტონომიისთვის ძირის გამოთხრაში, განსაკუთრებით მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტების დროს ჰონგ-კონგში 2019 წელს, როცა ათასობით ადამიანი იქნა დაპატიმრებული. ...
წყარო

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 23 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ