სამადაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" "დანიელსონის დოკუმენტს" ხელს არ აწერს

"ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველოსა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" მსგავსად, ხელს არ აწერს ევროპელი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პარტიის ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა უთხრა. მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" დანიელსონის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერს, ეს ნიშნავს, რომ სამუშაო რჩება დამატებით ორი საკითხი, პოლიტპატიმრების თემა და ვადამდელი არჩევნები. "ცხადია, ჩვენ ვერ მოვაწერთ ხელს პოლიტპატიმრების თემისა და ვადამდელი თემის გარეშე. ოპოზიციას განსხვავებული პოზიცია არ უთქვამს და დღესაც იგივე აზრზეა", - ამბობს სამადაშვილი. ასევე ნახეთ ზურა ჯაფარიძე "დანიელსონის დოკუმენტს" ხელს არ მოაწერს ასევე ნახეთ გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელს არ მოაწერს დანიელსონის გეგმის არსებულ ვერსიას დღეს "ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ამის შესახებ მედიას საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერაზე მზადყოფნა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის დასკვნით ეტაპზევე გამოხატა, თუმცა აქამდე ხელი არ მოაწერა, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდნენ: „გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით  შექმნილ დოკუმენტს დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები. ...
წყარო

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 9 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 4 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ