ზურა ჯაფარიძე "დანიელსონის დოკუმენტს" ხელს არ მოაწერს

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურიდან მიაწოდეს. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხელმოწერაზე მზაობა გამოთქვა "ქართულმა ოცნებამ". დოკუმენტს ხელს არ აწერს "ევროპული საქართველოც". რადიო თავისუფლება ცდილობს სხვა პარტიებთან ინფორმაციის გადამოწმებას. ასევე ნახეთ გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელს არ მოაწერს დანიელსონის გეგმის არსებულ ვერსიას დღეს "ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ამის შესახებ მედიას საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერაზე მზადყოფნა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის დასკვნით ეტაპზევე გამოხატა, თუმცა აქამდე ხელი არ მოაწერა, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდნენ: ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით  შექმნილ დოკუმენტს „გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები. ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 3 დღის წინ