ქართველმა პოლიტიკოსებმა კრიზისის დაძლევის ძალა უნდა მოიკრიბონ - მიიჩნევენ ევროპელი პარტნიორები

ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მოიკრიბონ იმდენი პოლიტიკური ნება და იმდენი პოლიტიკური სიმამაცე, რომ დასძლიონ კრიზისი, - ამის შესახებ აცხადებენ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის ოფისში. მათი ეს შეფასება „ქართული ოცნების“ პოზიციას ეხება, რომელიც მზად არის ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის 5-პუნქტიან დოკუმენტს. ასევე ითქვა, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რადგან სასწორზე დევს საქართველოს რეპუტაცია ევროკავშირთან ურთიერთობაში და ამ მესიჯს საქართველოში ჩამოიტანს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, რომლის ვიზიტიც თბილისში აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი. ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით  შექმნილ დოკუმენტს „ევროკავშირი ცდილობს განსხვავებული პოზიციების დაახლოებას, მაგრამ საბოლოოდ, ცხადია, ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ მიაღწიონ შეთანხმებას. შესაბამისად, ჩვენ მივყვებით სხვადასხვა პოზიციებს, სხვადასხვა პრობლემებს, სასამართლო რეფორმა იქნება თუ სხვა რამ - ეს კომპლექსური პოლიტიკური კრიზისია. კიდევ ერთხელ, ჩვენ ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაგრძელოთ მედიაცია და კრიზისის მართვა, მაგრამ ამ წუთას ახალი არაფერია. ვნახოთ, როგორ დასრულდება ამაზე ფიქრი ორშაბათს - საგარეო საქმეთა საბჭო ამ რეფლექსიის ნაწილია, რადგან ჩვენ გვსურს და უმაღლეს წარმომადგენელს სურს, მოისმინოს მოსაზრებები ფედერალური მინისტრებისგან, თუ რა მხრივ შეიძლება განვითარება. უმეტესობა უკვე შეხვდა საქართველოს სხვადასხვა წარმომადგენელს და ეს იქნება ნაყოფიერი დებატები, რომელიც, ჩემი აზრით, გვაჩვენებს, თუ რა იქნება ევროკავშირის მიერ გადადგმული შემდეგი ნაბიჯები“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის ოფისის წამომადგენელმა მედიასთან ბრიფინგზე, ქართველი ჟურნალისტების კითხვის პასუხად. აქვე ითქვა, რომ საქართველოში არსებულ კრიზისზე ისაუბრებენ საგარეო საქმეთა საბჭოს ფორმატში, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შალრ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის იდეა იყო. "მიზეზი, რის გამოც უმაღლესი წარმომადგენელმა გადაწყვიტა საგარეო საქმეთა საბჭოს ჩართვა, სწორედ ისაა, რომ მას სურს მინისტრების მოსაზრებების მოსმენა, რაც დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მედიაცია. მაგრამ დანიელსონის ვიზიტი უახლოეს მომავალში ან რამე მსგავსი მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ ლანდსბერგისს, დიახ, ის რეგიონს ეწვევა, სხვადასხვა ვიზიტის ჩარჩოში და ეს ცხადია, არ იქნება ფორმალურად მედიაციის ნაწილი, თუმცა, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ის იმავე მესიჯს გააჟღ...
წყარო

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 12 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 18 საათის წინ