მამუკა ხაზარაძე "დანიელსონის შეთანხმებაზე": დარჩა ორი პუნქტი

"ლელო საქართვეოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მმართველ პარტიასთან ორ საკითხზეა შეთანხმება დარჩენილი - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების თემა. ასე გამოეხმაურა ხაზარაძე "ქართული ოცნების" მხრიდან მზაობას, ხელი მოაწეროს "დანიელსონის შეთანხმებას". "ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს... ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა", - წერს ხაზარაძე ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. "დანიელსონის შეთანხმების" არსებულ ვერსიას ხელს არ აწერენ "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "გირჩი - მეტი თავისუფლება". "სტრატეგია აღმაშენებელში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საკითხს პარტიასა და ოპოზიციურ ერთობაში განიხილავენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ შეთანხმებისთვის აუცილებელია ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გადაჭრა. ასევე ნახეთ სამადაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" "დანიელსონის დოკუმენტს" ხელს არ აწერს ასევე ნახეთ გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელს არ მოაწერს დანიელსონის გეგმის არსებულ ვერსიას ასევე ნახეთ ზურა ჯაფარიძე "დანიელსონის დოკუმენტს" ხელს არ მოაწერს ასევე ნახეთ "სტრატეგია აღმაშენებელი" "დანიელსონის დოკუმენტის" ხელმოწერის საკითხის ოპოზიციაში განხილვას აპირებს დღეს "ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ამის შესახებ მედიას საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერაზე მზადყოფნა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის დასკვნით ეტაპზევე გამოხატა, თუმცა აქამდე ხელი არ მოაწერა, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდნენ: „გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით  შექმნილ დოკუმენტს დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტ...
წყარო

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 15 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 17 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ