ბესო ზანგური დროებით მოხსნილია თეატრის რეპერტუარის ყველა როლიდან

რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით, გამოძიების დასრულებამდე, მოხსნილია თეატრის რეპერტუარის ყველა როლიდან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ია შერაზადიშვილი. ბესო ზანგურს ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. ქალის თქმით, ბესო ზანგური მასზე 11 წლის წინ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა. 12 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას, დღეს, 16 აპრილს გამოეხმაურა კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ბესო ზანგურმა რუსთაველის თეატრი უნდა დატოვოს. 33 წლის მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა, 14 აპრილს შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა და მხოლოდ იმიტომ გაასაჯაროვა 11 წლის წინ მომხდარი ფაქტები, რომ ამით სურს ოჯახში ძალადობის სხვა მსხვერპლ ქალებს გვერდით დაუდგეს და მათ გაძლიერებას შეუწყოს ხელი. თავად მსახიობი ბესო ზანგური ძალადობას უარყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. ...
წყარო

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ