ბესო ზანგური როლებიდან მოხსნას ეხმიანება: ეს გაგდებაზე უარესია

"რუსთაველის თეატრის" მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც დღეიდან ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია, თეატრის გადაწყვეტილებას "გაგდებაზე უარესს" უწოდებს. ამის შესახებ ის "ფეისბუკზე" მხოლოდ მეგობრებისთვის წერს. "როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია მინდა იცოდეთ… გაიხარეთ", - წერს ის. დღეიდან, 16 აპრილიდან რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით, გამოძიების დასრულებამდე, მოხსნილია თეატრის რეპერტუარის ყველა როლიდან. ასევე ნახეთ ბესო ზანგური დროებით მოხსნილია თეატრის რეპერტუარის ყველა როლიდან ბესო ზანგურს ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. ქალის თქმით, ბესო ზანგური მასზე 11 წლის წინ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა. три 12 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას, დღეს, 16 აპრილს გამოეხმაურა კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ბესო ზანგურმა რუსთაველის თეატრი უნდა დატოვოს. 33 წლის მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა, 14 აპრილს შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა და მხოლოდ იმიტომ გაასაჯაროვა 11 წლის წინ მომხდარი ფაქტები, რომ ამით სურს ოჯახში ძალადობის სხვა მსხვერპლ ქალებს გვერდით დაუდგეს და მათ გაძლიერებას შეუწყოს ხელი. თავად მსახიობი ბესო ზანგური ძალადობას უარყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. ...
წყარო

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 3 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 6 დღის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 12 საათის წინ