აფხაზეთის მთავრობამ დევნილების პროთეზების გაკეთება დაუკვეთა კომპანიას, რომლის მმართველიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიქცა

​აფხაზეთის მთავრობამ ბიუჯეტის ფულით დევნილებს კბილის პროთეზების ხარჯი დაუფინანსა, თუმცა კლინიკის მმართველი, რომლიც თავადაც აფხაზეთიდან დევნილი იყო, თანხის მიღების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. ინფორმაციას აუდიტის სამსახური დასკვნის სახით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბენეფიციარების ნაწილი პროთეზის ხარისხით უკმაყოფილო, ნაწილს კი ის საერთოდ არ მიუღია. აუდიტის დასკვნის მიხედვით, სქემა ასეთი იყო: შპს 32 დენტის თანამშრომელმა, რომელიც თავადაც დევნილი იყო, იქირავა კომპანია მფლობელისგან, ტენდერებში გაიმარჯვა და თანხის სრულად მიღების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეუსრულებელი ვალდებულებებით გადავიდა. "აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის დამქირავებელმა ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებამდე, მას შემდეგ რაც სამინისტრომ სრულად აუნაზღაურა ხელშეკრულების ღირებულება, გადავიდა აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ვალდებულებები შესასრულებლად დაუტოვა კომპანიის რეალურ მფლობელს", - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2018-2019 წლების პერიოდს მოიცავს. აუდიტის სამსახურის მოკვლევის მიხედვით, 2018-2019 წლებში ამბულატორიული დახმარების პროგრამის ფარგლებში დევნილებისთვის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების დამზადებისთვის 4 ტენდერი გამოცხადდა, 3-ში კი იმ კომპანიამ (შპს 32 დენტი) გაიმარჯვა, რომლის მმართველიც თანხის სრულად მიღების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. კომპანიას მიღებული აქვს 44,4 ათასი ლარი. "იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტები აკითხავდნენ კლინიკას მომსახურების მიღების მოთხოვნით, კომპანიის რეალური მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის აგვისტოსათვის სამინისტროსთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და მათი მხრიდან ხელშეკრულების ღირებულების სრულად ანაზღაურების მიუხედავად, ყველა ბენეფიციარს არ ჰქონდა მიღებული პროთეზები/გაწეული მომსახურება. შესაბამისად, კომპანიას მოუწია აღნიშნული ბენეფიციარების მომსახურება, ხოლო სამინისტროს მიერ ჩარიცხული თანხა აფხაზეთიდან დევნილი თანამშრომლის მიერ ანაგრიშიდან გამოტანილ იქნა ისე, რომ ხელფასებიც არ გადაუხდია თანამშრომლებისა და პროთეზის ტექნიკისათვის", - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. შემოწმებისას აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ სამინისტროში გადმოგზავნილი ყველა შესრულების დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა დადასტურებულია პროგრამის კოორდინატორის ინსპექტირებით, გაფორმებულია მომსახურების მიღებაჩაბარების აქტები და გადარიცხულია თანხები. "აუდიტის ჯგუფის მიერ ბოლოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებში წარმოდგენილ ბენეფიციართა შემთხვევით შერჩევის წესით გადამოწმებით გამოვლინდა, რომ არსებობენ ბენეფიციარები, რომლებზეც დოკუმენტურად ფიქსირდება მომსახურების გაწევა და გადახდილია საბ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 21 საათის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ