საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვერცხლის მედლით გახსნა ევროპის ჩემპიონატი

ლისაბონში დაიწყო ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ძიუდოში და სამდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს, საქართველოს ნაკრებმა ერთი მედალი მოიპოვა - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილმა ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგო და ვერცხლს დაეუფლა. ფინალის გზაზე მარგველაშვილმა ესპანელი ადრიან ნიეტო ხინარო, ბელარუსი დმიტრი მინკოუ და სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩი დაამარცხა. საჩემპიონო შეხვედრა კი იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან წააგო. ევროპის ჩემპიონატი ვაჟა მარგველაშვილისგან განსხვავებით, წარუმატებელი გამოდგა თემურ ნოზაძისთვის (60 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანისთვის, მარიამ ჯანაშვილისა (ორივე 52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანისთვის (57 კგ). მათგან საპრიზო სამეულთან ყველაზე ახლოს ლიპარტელიანი მივიდა - რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. 17 აპრილს, საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ჩაებმებიან ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ). ჩემპიონატის ბოლო დღეს - 18 აპრილს კი ტატამზე გავლენ: ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (ორივე 100 კგ), გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ). ...
წყარო
  • NEW

დეა

თბილისი
  • 1 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 6 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ