პატიმრობა შეეფარდა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე 6 პირს

სპორტსმენები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, ასევე თამაზ, ირაკლი, თორნიკე და გელა ჭელიძეები რიონის ხეობის დაცვის აქციაში 12 აპრილს მონაწილეობდნენ. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ბრალდებულებს პროკურატურა ედავება სს კოდექსის 25-ე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 12 აპრილს ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ბრალდებულების საზოგადოებრივი დამცველის გელა სიორდიას განცხადებით, დაცვის მხარის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი და განჩინებას გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციაში: „მე სამ ბრალდებულს ვიცავ და სასამართლომ არ გაითვალისწინა გარემოება, რომ არცერთი ნასამართლევი არ არის, ისინი არიან სპორტსმენები და საქართველო არაერთხელ ასახელეს საერთაშორისო ასპარეზზე“. სამ ბრალდებულს იცავს ადვოკატი ნესტან ბაგათელიაც, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ბრალს არ აღიარებენ. - „ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა შერჩეულიყო დასაცავი პირების მიმართ ისეთი მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება, როგორიცაა პატიმრობა, განჩინებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა ადვოკატმა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 16 აპრილს საღამოს 5 საათზე დაწყებული პროცესი 8 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სასამართლომ პროცესის დაწყებისას დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ადვოკატებმა და ექვსივე ბრალდებულმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის შემდეგ სასამართლომ აჭარიდან „ნამახვანჰესის“ პროტესტს შემოერთებული პირებისთვის სახაზინო ადვოკატები გამოიძახა. სამოქალაქო მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის არ იცნობს ავთანდილ ახვლედიანს, რომელიც ამ საქმეზე დაზარალებულია და გამოძიების ვერსიით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ბრალდებულებმა. სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აჭარის რეგიონიდან ჩასულმა დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 16 აპრილს ქუთაისში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოსთან, სადაც დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულები ჰყავდათ, მათი მხარდამჭერი აქცია გამართეს. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ