ესტონელი ევროპარლამენტარი ოპოზიციას მოუწოდებს, მმართველი პარტიის მსგავსად მათაც მოაწერონ ხელი დოკუმენტს

ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი მიმართვას აქვეყნებს და ოპოზიციას მოუწოდებს, მმართველი პარტიის მსგავსად მათაც მოაწერონ ხელი დოკუმენტს. „გულითადად მივესალმები პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ხელი მოაწეროს კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ამჟამინდელი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძიების მიზნით, ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იყო მიღებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპრომისული დოკუმენტი მხარეებს სთავაზობს დაბალანსებულ გამოსავალს, რაც საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარის ინტერესებს ითვალისწინებს. მოსალოდნელიც არის, რომ ძირითადი ყურადღება მიმართული იყო მმართველი პარტიისკენ. ახლა, როცა მან გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მე სერიოზულად მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც არჩევნების შემდეგ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, რომ ამ დოკუმენტზე ასევე ხელმოწერით გამოავლინონ იგივე გამბედაობა და კეთილი ნება. ისტორიამ გვასწავლა, ბევრ სიტუაციაში, დიდმა სახელმწიფო მოღვაწეებმა იცოდნენ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება არაპოპულარული ჩანდეს, ზოგჯერ საჭიროა ქვეყნისთვის უფრო დიდი სიკეთის მისაღწევად“, - ნათქვამია მიმართვაში. ევროპარლამენტარმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა საკუთარი განცხადება და დაწერა, რომ კომპრომისული ვარიანტი დაბალანსებულ გადაწყვეტას სთავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში მათივე ინტერესების გათვალისწინებით. три „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი უკვე მოაწერა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, სანამ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი არ იქნება განხილული. ასევე ნახეთ მამუკა ხაზარაძე "დანიელსონის შეთანხმებაზე": დარჩა ორი პუნქტი ასევე ნახეთ სამადაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" "დანიელსონის დოკუმენტს" ხელს არ აწერს ...
წყარო

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 3 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ