ბურჯანაძე: "ქალბატონი ზურაბიშვილი კონსენსუსში ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს"

ოპოზიციის სამუშაო შეხვედრის შემდეგ "ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიაციის პროცესში პრეზიდენტის ჩართვის შესაძლებლობაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „მე მგონი, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ნონსენსია, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა. მან იმით, რომ არჩევნების დღეს ხვამლის მთაზე ისვენებდა, უკვე გააკეთა განაცხადი. ასევე, ყველა განცხადება, რომელიც აქამდე ჰქონდა გაკეთებული, ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი განცხადება იყო. სხვა რომ არაფერი ვიცოდეთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის არის მხარე. ასე რომ, სამწუხაროდ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ძალიან დააგვიანა ამ პროცესში ჩართვა. თუ რამე კარგი იდეა ექნება, რა თქმა უნდა, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს, მსჯელობის საგანი აუცილებლად გახდება. რაც შეეხება შეწყალებას, ზურაბიშვილის პრეროგატივაა, ის თუ ამას გამოიყენებს, რა თქმა უნდა, ამით პოლიტიკური პროცესის დარეგულირების საკითხში პოზიტიურ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსების კომენტარები ეხებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელსაც ხელი „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა, ოპოზიცია კი არ აპირებს დათანხმდეს შეთავაზებულ პუნქტებს, სანამ არ იქნება შეტანილი ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. ...
წყარო

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 3 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ