ლუკაშენკა აცხადებს, რომ დასავლეთის სპეცსამსახურები გეგმავდნენ თავდასხმას მასზე და მის შვილებზე

ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, აცხადებს, რომ მასზე და მის შვილებზე მზადდებოდა თავდასხმა, რომელშიც შემჩნეული არიან აშშ-ის სპეცსამსახურები. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ ლუკაშენკამ 17 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ილაპარაკა. „რატომ ვდუმდი - არ მიყვას საკუთარ თავზე, ოჯახზე და შვილებზე საუბარი. მაგრამ მათ შვილები ამოიღეს მიზანში. გეგმაში ჰქონდათ ერთი, მეორე ბავშვის გატაცება, როგორც მოუხერხდებოდათ. მიწურში ჩაგდება. სხვათა შორის, მათ გომელის ოლქში ჰქონდათ მომოზადებული მიწური“, - განაცხადა ლუკაშენკამ და დასძინა, რომ შეიპყრეს ერთი ჯგუფი, რომლის წევრებმა წაიყვანეს და აჩვენეს, თუ როგორ მზადებოდა ეს გატაცება. „ამის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ აშკარად უცოხეთის სპეცსამსახურების ნამოქმედარი. ალბათ დაზვერვის ცენტრალური სამმართველო, გამოძიების ფედერალური ბიურო, არ ვიცი, თუ იქ ამერიკელთაგან ვინ მუშაობდა.“ ბელარუსის რეჟიმი თავდასხმის სამზადისთან კავშირში ადანაშაულებს ამჟამად პატიმრობაში მყოფ იურას ზიანკოვიჩს, ვიგორ კასტუსევსა და ჟურნალისტ ალექსანდრ ფიადუცს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის სპეცსსამხურების დახმარებით. ლუკაშენკას თქმით, თავდასხმის თაობაზე მან საქმის კურსში ჩააყენა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ამის შესახებ საკითხი წამოჭრა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს. ლუკაშენკამ გაიმეორა, რომ 22 აპრილს მოსკოვში ჩავა და იმედი აქვს, რომ იქ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ...
წყარო

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ