ჩეხეთი ქვეყნიდან აძევებს 18 რუს დიპლომატს. ძებნას აცხადებს „პეტროვსა“ და „ბაშიროვზე“

ჩეხეთი იუწყება ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ, რომლებიც იდენტიფიცირებული აღმოჩნდნენ როგორც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, ანდრეი ბაბიშის, განცხადებით, არსებობს საფუძლიანი ეჭვი, რომ ასევე რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ კავშირი 2014 წელს ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან. „საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა, გააძევა ყველა დიპლომატი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების- სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. ესაა 18 კაცი. მათ 48 საათი აქვთ ჩეხეთის დასატოვებლად. ჰამაჩეკმა ამის შესახებ უკვე აცნობა რუსეთს, სიტუაციის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს უცხოელ პარტნიორებთან“, - განაცხადა 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენიცაზე ანდრეი ბაბიშმა. გარდა ამისა, ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ეძებს რუსეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც ალექსანდ პეტროვისა და რუსლან ბაშიროვის პასპორტების გამოყენებით ჩავიდნენ 2014 წლის 11-16 ოქტობერს პრაღასა და ზლინის მხარეში. ჩეხური გამოცენა „ნოვინკის“ ცნობით, პეტროვისა და ბაშიროვს შესაძლოა ჰქონდეთ კავშირი ჩეხურ სოფელ ვრტებიცეში (ზლინის მხარე) მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებასთან. რუსლან ბაშიროვის და ალექსანდ პეტროვის სახელებს იყენებდნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები, ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი, რომლებმაც 2018 წლის მარტში დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვმა ჩეხეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას „ფოკუსები“ უწოდა და გააფრთხილა ჩეხეთის ხელისუფლება მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ასევე ნახეთ ახალი მასალები ჩეპიგაზე და გრუ-ს საიდუმლოებით მოცულ გენერალზე ...
წყარო

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 3 საათის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ