რა წერია პრეზიდენტ მიშელის ახალ წინადადებაში  არჩევნებსა და პატიმრებთან დაკავშირებით

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - " სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. კერძოდ, ახალ დოკუმენტში, რომელიც დღეს, 18 აპრილს გამოქვეყნდა, ამ პუნქტებთან დაკავშირებით წერია: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება "საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან / და ისეთი ნაბიჯებით, რომელიც ეკვივალენტური შედეგის მომცემი იქნება. კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე შეიტანს ამნისტიის შესახებ კანონს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების შედეგად წარმოქმნილი ყველა დარღვევისა და განხორციელებული დასჯის შესახებ. გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის მეშვეობით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო გახდეს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა. (31 მარტის დოკუმენტში არ იყო ნახსენები ამნისტია ან სხვა ეკვივალენტური შედეგის მომტანი გადაწყვეტილებები) ​ მომავალი არჩევნები 2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული წინადადების შემდეგ, 2022 წელს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მიღებული პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება.“ პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის ს...
წყარო

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 6 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ