რუსეთი ჩეხეთს „საპასუხო ზომებით“ ემუქრება 18 რუსი დიპლომატის გაძევების პასუხად

ჩეხეთის მიერ ერთბაშად 18 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას მუქარანარევი განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც „აბსურდულს“ უწოდებს 2014 წლის აფეთქებასთან რუსული სპეცსამსახურების და რუსი დოპლომატების კავშირზე საუბარს „ეს მტრული ნაბიჯი წარმოადგენს გაგრძელებას ჩეხეთის მიერ ბოლო წლებში გადადგმული ანტირუსული ქმედებების სერიისა, რომელშიც არ შეიძლება არ დავინახოთ ასევე ამერიკის კვალი. იმის სურვილით, რომ ასიამოვნოს აშშ-ს რუსეთის მიმართ ბოლოდროინდელი ამერიკული საქნციების ფონზე, ჩეხეთის ხელისუფლებამ ამ ნაწილში თავის ოკეანისგაღმელ პატრონებსაც კი გადააჭარბა“, -წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჩეხეთის ხელისუფლებამ შაბათს განაცხადა, რომ ქვეყნიდან აძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც იდენტიფიცირებული აღმოჩნდნენ როგორც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, ანდრეი ბაბიშის, განცხადებით, არსებობს საფუძლიანი ეჭვი, რომ ასევე რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ კავშირი 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან. „საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა, გააძევა ყველა დიპლომატი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების- სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. ესაა 18 კაცი. მათ 48 საათი აქვთ ჩეხეთის დასატოვებლად. ჰამაჩეკმა ამის შესახებ უკვე აცნობა რუსეთს, სიტუაციის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს უცხოელ პარტნიორებთან“, - განაცხადა 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენიცაზე ანდრეი ბაბიშმა. გარდა ამისა, ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ეძებს რუსეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც ალექსანდ პეტროვისა და რუსლან ბაშიროვის პასპორტების გამოყენებით ჩავიდნენ 2014 წლის 11-16 ოქტობერს პრაღასა და ზლინის მხარეში, სადაც 7 წლის წინ მძლავრი აფეთქება მოხდა. ჭურვების აფეთქებას შეეწირა საწყობის ორი თანამშრომლები. ხელისუფლებას მოუხდა ასობით ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაცია. ხოლო იმ ტერიტორიების გაწმენდა, სადაც 800 მეტრის რადიუსში ჭურვები ნასხვრევები იყო მიმოფანტული, 2020 წლის შემოდგომამდე გრძელდებოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ ჩეხეთის ხელისუფლების მიერ რუსი დიპლომატების გაძევებას „ანტირუსული აქციების სერიის“ გაგრძელება უწოდა და საპასუხო ზომებით დაიმუქა. კერძოდ, რუსეთი ჩეხეთს ჰპირდება ისეთი ზომების მიღებას, რომელიც აიძულებს „ამ პროვოკაციის ავტორებს“, რომ „გაიაზრონ მთელი პასუხისმგებლობა ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობების საფუძვლების ნგრევისთვის“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ...
წყარო

Mariko

თბილისი
  • 8 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 46 წუთის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ