ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებს ენგურის ხიდთან ტესტირება უტარდებათ [ფოტო]

დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები, სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად, კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად სწრაფ ტესტირებას დაექვემდებარებიან. ენგურის ხიდთან, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სამი პუნქტია ტესტირებისთვის გახსნილი. ცალკე კარვებია განთავსებული გადმოსვლელთა დასაყოვნებლად. ცალკეა საკარანტინე კარავიც იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს დაუდასტურდება კორონავირუსი. მას გადაყვანამდე მოსაცდელ სივრცეში დააყოვნებენ. ამ დროისთვის აფხაზეთიდან სამი პირი გადმოვიდა. მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსი და ჩვეულებრივ გაატარეს. ე.წ გამშვებ პუნქტთან კიდევ 30 მოქალაქე დგას, რომლებიც დანარჩენ საქართვლოში ეტაპობრივად გადმოვლენ. ადგულზე იმყოფება მედპერსონალი. აქ არიან ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ანზორ ქობალია. "დადებითი პასუხის შემთხვევაში მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადა, რომელიც შეაფასებს მოქალაქის ჯანმრთელობის სიმძიმეს და იმის მიხედვით გადაიყვანენ ან კოვიდ კარანტინში, ან კლინიკაში, ან შეეფარდება მას სახლში იზოლაცია. დღეისთვის ოთხი სამედიცინო ბრიგადაა მობილიზებული. მათ შორის სამი ტესტირების რეჟიმისთვის. დილის 8 საათზე დავიწყეთ და გაგრძელდება მანამ, სანამ ნაკადი იქნება", - განაცხადა ნანა ოდიშარიამ. მისივე თქმით, ნაკადების მართვა უსაფრთხოების პრინციპების დაცვით ხდება და აფხაზეთიდან გადმოსულებს ყველანაირი კომფორტი შეექმნებათ, რომ მოხდეს მათი ტესტირება და შემდგომ თავისუფლად გადაადგილება კონტროლირებად ტერიტორიაზე. ოდიშარიასვე განმარტებით, ისინი შესთავაზებენ მოქალაქეებს ნებაყოფლობით ვაქცინაციის პროცესში ჩართვას, რომ სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ მათ მიერვე შერჩეულ კლინიკაში, მათსავე სასურველ დროს. 5 დღიანი კარანტინის გაუქმების გადაწყვეტილება, ცენტრალურმა ხელისუფლებამ 14 აპრილს მიიღო, რასაც წინ უძღოდა საპროტესტო აქციები ზუგდიდსა და თბილისში და მდინარე ენგურში ოთხი გალელის დაღუპვა. გალელებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის, მათ შორის სურსათის, მედიკამენტების და ჯანდაცვის სერვისების მისაღებად უწევთ საოკუპაციო ხაზის კვეთა 1-2 დღით. 5-დღიანი კარანტინის პირობებში კი, ამ სერვისების მიღებას ვერ ახერხებენ. გალელები შეზღუდვების დაწესების შემდეგ უკვე ერთი წელია, კარანტინის ტესტირებით ჩანაცვლებას ითხოვდნენ. საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ კი იმედი ჰქონდათ, რომ დადებით გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მანამდე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა ახლა არ დაწყებულა და მსჯელობის საგანი იყო, მანამდეც ვიდრე მდინარეს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლებოდა....
წყარო

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ