დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

„ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მედიატორების მიერ შედგენილი დოკუმენტიკომპრომისულია, თუმცა არის დაუზუსტებელი საკითხები, მათ შორის ნიკა მელიას თემა. როგორც ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება” ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ. „დღეს პოლიტსაბჭოზე გვექნება ამ დოკუმენტის განხილვა. ეს დოკუმენტი არის მაქსიმალურად შეჯერებული და აქ გათვალისწინებულია ყველა მხარის პოზიცია. ის ფაქტი, რომ „ოცნება“ ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ არ უნდათ შეთანხმება და ეს ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ „ქართულ ოცნებას” ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გახანგრძლივება უნდა. დღეს მივემგზავრებით ბრიუსელში და გავაგრძელებთ კონსულტაციებს, ბევრი შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული. შესაბამისად, კიდევ ვეცდებით გავაძლიეროთ ნდობა, რომელიც ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გამოგვიცხადეს. დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები ამ დოკუმენტს, მაგრამ არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, მათ შორის მელიას საკითხი, თუ როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილი. იცით, რომ თუ მელია არ იქნება გარეთ, „ლელო” არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ამ საკითხების დაზუსტება არის მნიშვნელოვანი ჩვენს პარტნიორებთან”,- განაცხადა ხაზარაძემ. კითხვაზე, შევა თუ „ლელო” პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ სხვა ოპოზიციური პარტიები არ შევლენ, ხაზარაძე ამბობს, რომ „ლელო“ ყოველთვის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს”. „ფრაგმენტულად შესვლაზე საუბარი ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ შესვლაზე და ისეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე, სადაც არა მარტო საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება, არამედ უმრავლესობა – ოპოზიცია, ვინც გარეთ არის, შევა პარლამენტში იმიტომ, რომ ქვეყანაში დაიწყოს გადატვირთვა. ეს არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, პოლიტპატიმრების თემა და ა.შ. საუბარი არ არის რაღაც რაოდენობის მოგროვებაზე, რომ უმრავლესობა შეიქმნას. დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და ბოიკოტიდან, რომელმაც საკმაოდ სერიოზული შედეგი გამოიღო, პროცესები გადავიდეს პარლამენტში“,- განაცხადა ხაზარაძემ....
წყარო

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 4 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 4 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ