ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებთა ტესტირებისთვის ენგურთან გაიხსნა სამედიცინო პუნქტები

მდინარე ენგურის ხიდთან, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან გაიხსნა ორი კარავი, სადაც სწრაფ ტესტირებას უტარებენ ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასულ მოქალაქეებს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ გახსნილია კიდევ ერთი სამედიცინო პუნქტი, სადაც საეჭვო სიმპტომების მქონე პირებს მოათავსებენ. ოკუპირებული აფხაზეთიდან დილით, ადრე გადმოსული სამი მოქალაქის ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო. უფრო დიდ ნაკადს 11:00 საათიდან ელოდებიან. დილით ენგურის ხიდთან მივიდნენ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანზორ ქობალია. ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ტესტირება დილის 8 საათიდან დაიწყო და ადგილზე მობილიზებულია 4 სამედიცინო ბრიგადა: "ხდება ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც ფაქტობრივად, 20 წუთის დაყოვნების შემდეგ იძლევა პასუხს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თავისუფლად გადაადგილდებიან მოქალაქეები, დადებითი პასუხის შემთხევვაში კი, მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადა, რომელიც შეაფასებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმის შესაბამისად იქნებიან გადაყვანილი კოვიდ-კლინიკაში ან საკარანტინე სივრცეში, ან შესაძლოა, გადაწყდეს სახლში იზოლაცია". ნანა ოდიშარიას თანახმად, ნაკადების მართვა უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება და აფხაზეთიდან გადმოსულებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიან. რაც შეეხება ვაქცინაციას, ოდიშარიას განმარტებით, აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს სამედიცინო კარვებში მიეწოდებათ ინფორმაცია აცრის შესახებ და თანხმობის შემთხვევაში, ადგილზევე დაარეგისტრირებენ მათთვის სასურველ დროს და სასურველ კლინიკაში. დღეიდან გაუქმდა ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული მოქალაქეებისთვის მოქმედი 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი კარანტინის ნაცვლად ანტიგენ-ტესტით ტესტირებას ექვემდებარებიან. 55 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაც. ვაქცინის ორი დოზით აცრილი მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის 2020 წელს ამოქმედდა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის რეჟიმი, რომელიც მოგვიანებით 8 დღემდე შემცირდა, ხოლო 2021 წლის 11 თებერვლიდან 5 დღემდე. ასევე ნახეთ საბედისწერო გზა მდინარე ენგურზე კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიცი...
წყარო

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 16 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ