ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კარანტინი გაუქმდა

ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი დღეიდან, 19 აპრილიდან გაუქმდა. ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი კარანტინის ნაცვლად ანტიგენ-ტესტით ტესტირებას ექვემდებარებიან. გადაწყვეტილება 14 აპრილს მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ, 55 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაც. ვაქცინის ორი დოზით აცრილი მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მარტის ბოლოს განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვაქცინაციას მოისურვებენ, სავალდებულო არ იქნება სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია და შეუძლიათ პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში დარეგისტრირდნენ. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის 2020 წელს ამოქმედდა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის რეჟიმი, რომელიც მოგვიანებით 8 დღემდე შემცირდა, ხოლო 2021 წლის 11 თებერვლიდან 5 დღემდე. კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლები. ე.წ. საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოში გადასვლას ხშირად ცდილობენ შემოვლითი გზებით. ე.წ. საზღვრის კვეთის პრობლემებს ემატებოდა სავალდებულო კარანტინიც. 7 აპრილს, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან ოპოვეს ადიდებულ მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანი. ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ...
წყარო

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 3 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 17 საათის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 15 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ