მამუკა მდინარაძე: "დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი"

"იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც სამწუხაროდ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ imedinews-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მან ასევე განმარტა, რატომ არ დაესწრნენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლები: „პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება." მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის შეკრება, მაშინ გაახმოვანებენ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. "რაც შეეხება იმას, რატომ არ იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ამის შესახებ პარტნიორები წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ბუნებრივია,მათ ეს იცოდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით“, - განუცხადა მამუკა მდინარაძემ imedinews-ს. 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - " სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 17 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 9 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 დღის წინ