"სირცხვილია" ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს ხელი მოაწერონ შეთანხმებას

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია", რომელიც 2019 წლის 20 ივნისს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გამოყენებით აქციის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა, მომხრეა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შეთანხმების დოკუმენტს. ამ შინაარსის განცხადებას მოძრაობა "ფეისბუკით" ავრცელებს. "განახლებულ დოკუმენტში გაწერილია აღსრულების ვადები და გზები. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებას არ რჩება მორიგი "ტრიუკის" დადგმისა და გადაბრალების შესაძლებლობა. თუ ხელისუფლება რომელიმე აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, ბოიკოტის გაგრძელებასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აღარც შინ იარსებებს და აღარც გარეთ. ეს დოკუმენტი არის შანსი, პასუხი ვაგებინოთ "ქართულ ოცნებას" იმისთვის, რომ დამოუკიდებელ პროკურატურასა და სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს და დემოკრატიული ქვეყნის სხვა უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს "კომპრომისად" განიხილავს. ოპოზიციას კი ეკისრება პასუხისმგებლობა, იბრძოლოს ვადამდელი არჩევნებისთვის თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების გზით და თან დაამტკიცოს, რომ მისთვის ძალაუფლების დანაწილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლება", - ვკითხულობთ განცხადებაში. იმის მიუხედავად, რომ მოძრაობა მომხრეა ხელი მოეწეროს შეთანხმებას, გამოთქმულია უკმაყოფილება 20 ივნისის ღამეს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით: "ჩვენი მოძრაობის პრინციპული პოზიციაა, რომ ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საჯარო მოხელეების მიერ. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალის გამოყენებით დაარბია და დაასახიჩრა დემონსტრანტები და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა". 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - " სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე ნახეთ რა წერია პრეზიდენტ მიშელის ახალ წინადადებაში  არჩევნებსა და პატიმრებთან დაკავშირებით ...
წყარო

Luba

თბილისი
  • 11 საათის წინ

Diko

თბილისი
  • 2 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 1 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Нора

თელავი
  • 7 თვის წინ