„გირჩის“ ლიდერებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს

„გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს. მათ ეს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, პარლამენტში მისვლამდე გააკეთეს: „თითოეულმა პარლამენტის წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებაო. ანუ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ იმ 60-მა კაცმა თუ რამდენიცაა, მართლა სათითაოდ უნდა თვითონ გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ყველაფერი და არ ვიცი, რა გააკეთოს. მოდით ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია და ხელი მოვაწეროთ ამ დოკუმენტს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. „აი, მე მოვაწერე ამას ხელი, რომ მინდა, რომ შერიგდეს მიშა და ბიძინა. ეს არის დასაწყისი რაღაც შერიგების“, - აღნიშნა მან. თავის მხრივ, იაგო ხვიჩიამ წარმატება უსურვა დოკუმენტს და გამოთქვა იმედი, რომ მასზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელმოწერებიც გაჩნდება: „მე მინდა, რომ მოგვბაძონ ადამიანებმა, ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან. ყოველ შემთხვევაში, ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არა ვართ დესტრუქტორი ხალხი და გვინდოდა შეთანხმება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ და დააზუსტა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერის შემთხვევაში, „გირჩი“ პარლამენტში სრულფასოვან საქმიანობას შეუდგება: ასევე ნახეთ "გირჩი" პარლამენტში შევიდა „თუ "ქართული ოცნება" თვითონაც ხელს მოაწერს და ჩვენთან დადებს ხელშეკრულებას ფიზიკურად და აქ არსებული პირობები აღსრულდება, მიუხედავად იმისა, რას იზამს "ნაციონალური მოძრაობა" ან სხვა ოპოზიციური პარტიები, ჩვენ შევდივართ სრულად პარლამენტში. ეს ხელმოწერა ნიშნავს ამას. თუ ამას "ქართული ოცნება" არ მოაწერს ხელს და მხოლოდ ცალმხრივი იქნება, ის არ არის შეთანხმება როგორც ასეთი და მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც ჩვენ შევდივართ პარლამენტში. მაგრამ გვინდა, რომ დერეფნებში დაველოდოთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც იგივეს გააკეთებენ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე ნახეთ რა წერია პრეზიდენტ მიშელის ახალ წინადადებაში  არჩევნებსა და პატიმრებთან დაკავშირებით ...
წყარო

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 9 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ