უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენლები თავიანთი ლიდერების სამიტის გარშემო მსჯელობენ

უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის სახელმწიფოთა მეთაურების მაღალი რანგის მრჩევლები 19 აპრილს შეხვედრას მართავენ, რათა მოამზადონ გზა შესაძლებელი სამიტისთვის, რომლის მიზანია უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბულობის განმუხტვა. კონსულტაციების დონეზე მოლაპარაკება იმართება მას მერე, რაც გასულ კვირაში უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს ჯარების თავმოყრა უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში მისი განზრახვების გამო შეშფოთების ფონზე. მყიფე ზავი, რომელიც შარშან დაიდო აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულთა შორის, არაერთხელ დაირღვა ბოლო კვირებში, რის შედეგადაც 30 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო დღეებში დაღუპულთა შორის არის ქართველი მოხალისე, „ქართული ლეგიონის“ წევრი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ესწრაფვის, ოთხმხრივი, ე.წ. ნორმანდიის ფორმატის ჩარჩოებში, გაიმართოს მოლაპარაკება უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით. საფრანგეთი და გერმანია უკრაინის კონფლიქტში შუამავლობდნენ 2015 წლიდან. ზელენსკი გასულ კვირაში შესაძლებელი სამიტის მომზადების მიზნით, შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. შემდეგ მათ ვიდეოკავშირით შეუერთდა ანგელა მერკელი. ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლიტიკური მრჩევლების მიზანია განახლდეს ე.წ. მინსკის შეთანხმების პირობების შესრულება. სხვათა შორის, შეთანხმება გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას, რასაც უნდა მოჰყვეს კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 11 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ