ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გვარამიას საქმეებში პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაძლებლობა გამოირიცხება - "ქართული ოცნება"

მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების პირობებში, გახმაურებულ საქმეებზე, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკური მოტივებით ხსნის, გამოირიცხება "პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა". ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძისა და ნიკა გვარამიას საქმეების განხილვასთან დაკავშირებით მმართველი პარტია თავის ხედვას აქვეყნებს. "ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული", - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". „ქართული ოცნება“ მზად არის, განიხილოს ევროკავშირის მიერ წარდგენილი განახლებული დოკუმენტი. მმართველი პარტიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა პანდემიისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო სერიოზული გამოწვევების წინაშეა, აცნობიერებენ პასუხისმგებლობას თანამოქალაქეების, ქვეყნისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე: „ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების რჩევებს და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად“. ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მზად არის ევროკავშირის განახლებული დოკუმენტის განსახილველად 18 აპრილს, ღამით ცნობილი გახდა განახლებული ვერსია შეთანხმებისა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებს. ასევე ნახეთ რა წერია პრეზიდენტ მიშელის ახალ წინადადებაში  არჩევნებსა და პატიმრებთან დაკავშირებით ...
წყარო

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ