ნიკა მელია: მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!

პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია არაა თანახმა მმართველ პარტიასთან იმ ფორმით, რაც არის შეთანხმებული შეთანხმება გაფორმდეს. განცხადებას მელია "ფეისბუკით" ავრცელებს. "რა გამოდის - ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია! ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული "თავისუფლების" შედეგი რა იქნება - შეწყალებული, მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები. და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება", - წერს ის. 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - "სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობა საჯაროდ უკვე დააფიქსირეს "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს" და "გირჩის" წარმომადგენლებმა. დოკუმენტს ეთანხმება "ქართული ოცნებაც". ...
წყარო

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 3 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ