ვაქცინირებულია აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის ნახევარი, ისრაელში ღია სივრცეში ნიღბები მოიხსნეს

აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის ნახევარს უკვე მიღებული აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მაინც - რაც მორიგ მიღწევას წარმოადგენს ქვეყნის ბრძოლაში მოსახლეობის იმუნიზაციისთვის მანამ, სანამ ვირუსის კიდევ ახალი ტალღა, რომელიც მსოფლიოს სხვა ადგილებში აღინიშნება, მათთანაც ჩააღწევდეს. 18 აპრილს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, რომ 18 წლის ზემოთ ასაკის დაახლოებით 130-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის ერთი დოზა მაინც, რაც ზრდასრული მოსახლეობის 50,4 პროცენტია. 84 მილიონამდე მოქალაქე, ანუ მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი, სრულადაა ვაქცინირებული. აშშ-ში ვაქცინაციის ტემპი სწრაფია, იქ დღეში 3 მილიონი ინექცია კეთდება. თუმცა ეს ტემპი შესაძლოა მალე შენელდეს, ვაქცინებთან დაკავშირებული ყოყმანის გამო, ვინაიდან, ახლახან ჩატარებული კვლევით, ხუთიდან ერთ ამერიკელს არ სურს აცრის გაკეთება. ისრაელის მოქალაქეებმა 18 აპრილს, ერთი წლის განმავლობაში პირველად, ღია სივრცეში ნიღბები მოიხსნეს, იმ ფონზე, როცა ისრაელის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე სრულადაა ვაქცინირებული. ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია ყველაზე სწრაფად ჩატარდა Pfizer/BioNTech-ის პრეპარატით, ვაქცინირებულია ხუთი მილიონი ადამიანი. შედეგად, ისრაელში მნიშვნელოვნად დაეცა ვირუსით ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებლები, რამაც გააჩინა საშუალება სკოლების, ბარების, რესტორნებისა და სხვა დაწესებულებების გახსნისთვის, თუმცა დახურულ სივრცეებში ნიღბების ტარება კვლავაც აუცილებელია. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 10 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 13 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 2 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ