პრეზიდენტი მზადაა, შეიწყალოს გიორგი რურუა პირობების შესრულების შემთხვევაში

პრეზიდენტი მზადაა, შეიწყალოს გიორგი რურუა მის მიერ ოპოზიციური პარტიებისთვის წაყენებული პირობების შესრულების შემთხვევაში. ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, აუცილებელია, პარტიებმა შეთანხმებას მოაწერონ ხელი და შევიდნენ პარლამენტში, მედიაციაში ჩართულმა დიპლომატებმა კი თქვან, რომ შეთანხმება შედგა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ ხელს მოაწერს შეწყალების აქტს. "ეს ნაბიჯი, ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და, მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილებას მისთვის სკანდალური უწოდა, ხაზი გაუსვა, რომ გიორგი რურუა, მისი აზრით, არ აკმაყოფილებს შეწყალების კრიტერიუმებს; ასევე უკმაყოფილება გამოთქვა „ქართული ოცნების“ განცხადების გამო, რომ პრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილებას მმართველი პარტია არ გააკრიტიკებდა. პრეზიდენტის განცხადების სრული ტექსტი ნახეთ აქ: три ევროკავშირის მედიაციით მომზადებულ შეთანხმებაზე ხელმოწერის მზაობა პრეზიდენტის განცხადებამდე უკვე გამოთქვეს: მმართველმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ", ასევე, "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "გირჩმა". რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა "ქართულმა ოცნებამ". პარტიაში აღნიშნავდნენ, რომ არ აპირებდნენ კრიტიკული პოზიციის გამოხატვას, თუ საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებდა ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთ მფლობელს, მსჯავრდებულ გიორგი რურუას. ამ განცხადების გამო პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" გააკრიტიკა: "გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის განცხადებით, არაერთხელ, ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და უკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, ამ საკითხებში, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ. ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი - შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა - მოლაპარაკებების საგანი. შეწყალების გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ ...
წყარო

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ