ზურა გირჩი ჯაფარიძე ხელს მოაწერს შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. პოლიტიკოსმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები „ფეისბუკზე" დაწერა: „ხელს ვაწერ სამი რამის გამო: ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეყანაში არც იმის მჯერა რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ". ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ მისი ხელმოწერა მხოლოდ სიმბოლური ხასიათის აღმოჩნდება. მისი ინფორმაციით, 22-23 აპრილს აქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მოითხოვს საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც მას უარი უთხრეს პარლამენტის წევრის მანდატის გაუქმებაზე. „ვაპირებ, ეს დავა ბოლომდე მივიყვანო", - აცხადებს ის. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მანამდე პარლამენტში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში. три ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გარდა დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობა საჯაროდ უკვე გამოთქვეს „ლელოს", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩის" წარმომადგენლებმა. დოკუმენტს ეთანხმება „ქართული ოცნებაც". ასევე ნახეთ რა წერია პრეზიდენტ მიშელის ახალ წინადადებაში  არჩევნებსა და პატიმრებთან დაკავშირებით 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ...
წყარო

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 9 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 10 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 4 საათის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 19 საათის წინ