ნინო ბურჯანაძე: ოპოზიციის ამომრჩეველი, დიდი ალბათობით, საერთოდ არ მივა არჩევნებზე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუკი ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან შეთანხმების ტექსტს ხელს ნიკა მელიას გათავისუფლებამდე მოაწერენ, ეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის გაწბილებას გამოიწვევს და ისინი, დიდი ალბათობით, თავს შეიკავებენ არჩევნებზე მისვლისგან. როგორც ნინო ბურჯანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებული და 18 აპრილის შეხვედრაზე განხილული შეთანხმების ტექსტი მიუღებელია მისთვის და არც იმის გარანტია არსებობს, რომ „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას შეასრულებს. „ძალიან დიდი ფლუსტრაცია მოხდება ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემთხვევაში. თუ ახლა მელიას გამოშვების გარეშე ამ დოკუმენტს მოეწერება ხელი, ამომრჩევლის დიდი ნაწილი, იმედგაცრუებული ოპოზიციაზე, არცკი მივა არჩევნებზე. ამასთან, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ამ დოკუმენტიდან ბევრ რამეს არ შეასრულებს ისევე, როგორც ეს მანამდე, სრულად პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა. უპირველესი პირობა უნდა ყოფილიყო ნიკა მელიას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ყველა პოლიტპატიმრის გამოშვება და შემდეგ უკვე, პლებისციტის ჩატარება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. პლებისციტის იდეა მე თავიდან არ მომწონდა, მაგრამ ეს იყო რეალისტური კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან. აბსოლუტურად მიუღებელია ადგილობრივი არჩევნების საკითხზე ვადამდელი არჩევნების მიბმა და, მით უფრო, 40-43%-ზე ლაპარაკი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ბურჯანაძემ. მისი შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ახალი დოკუმენტი წინა ვარიანტზე უკეთესია, მაგრამ ეს მაინც „შუალედური“ დოკუმენტია და მისი არასრულფასოვნება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მერყევი პოზიციით არის განპირობებული. ბურჯანაძე ასევე გვეუბნება, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დაარღვია შეთანხმება - საკუთარი პოზიცია ერთიან ფორმატში განხილვის შემდეგ გაეხმაურებინა. „უფრო პრინციპული რომ ყოფილიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან მსხდომი ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია, მოხდებოდა იგივე, რაც მოხდა დანიელსონის ვიზიტის შემდეგ - როდესაც შეთანხმება ვერ შედგა, ბრიუსელში ჩათვალეს, რომ აუცილებელი იყო უკეთესი დოკუმენტის შემუშავება. მაგრამ ზოგიერთი პარტიის მერყევმა პოზიციამ აფიქრებინა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ შესაძლებელია შუალედურ დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამიტომ მივიღეთ შუალედური დოკუმენტი. ყველა პარტია ვიყავით ერთი მაგიდის ირგვლივ და ყველას ერთმანეთის მიმართ გვქონდა გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. როგორც მინიმუმ, ჩვენ ასე ვიყავით შეთანხმებული, რომ პარტიებს არა მხოლოდ საკუთარი პოლიტსაბჭოს წინაშე უნდა განეხილათ აღნიშნული დოკუმენტი, არამედ განხილვა უნდა შემდგარიყო საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან და მხოლოდ...
წყარო

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 14 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ