COVID-ვაქცინებზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის (18+) კორონავირუსზე ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო. ვებგვერდი უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის. moh.gov.ge/covid-chart/register-ზე ამ ეტაპზე (17:29) დარეგისტრირებულია 153 ადამიანი. რეგისტრირებული ადამიანების რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება. ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია, მოქალაქემ რამდენიმე სავალდებულო ველი შეავსოს. სავალდებულო ველებს შორისაა: პირადი ნომერი და დაბადების წელი - ამ​ მონაცემების შეყვანის შემდეგ სისტემა ავტომატურად ასახავს სახელსა და გვარს, დაბადების ზუსტ თარიღს. შემდეგი ეტაპი უკვე მობილურის ნომრის შეყვანაა, სადაც SMS კოდი შეტყობინების სახით მივა. ბოლო ეტაპი უკვე "რეგისტრაციაზე" თანხმობის გამოხატვაა. სისტემა იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქემ რამდენიმე მწარმოებლის ვაქცინა აირჩიოს. აუცილებელია მინიმუმ ერთი მწარმოებლის მითითება (მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდულია. მოქალაქეს შეუძლია სამი მწარმოებლის ვაქცინის მითითება). არასავალდებულო ველებს შორისა, სურს თუ არა მოქალაქეს, ინფორმაცია მიიღოს მისი დოზა ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის შემთხვევაში და რა სახით. ასევე არასავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალში მოხვდა ელ.ფოსტაც. ვაქცინა განკუთვნილია 18 წლის ზემოთ პირებისთვის. მასლის გამოქვეყნებიდან ნახევარ საათში რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა 3000-ზე მეტ პირს, მათი უფრავლესობა კი "ფაიზერს", "მოდერნასა" და "ასტრა ზენეკას" ირჩევდა. საქართველოში ვაქცინაცია კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფებისა და სამედიცინო პერსონალისთვის 15 მარტიდან დაიწყო. დღევანდელი მდგომარეობით, აცრილია 30 209 პირი. ...
წყარო

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 5 დღის წინ