ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან შეხვედრაზე ილაპარაკეს დოკუმენტზე, რომელზე ხელის მოწერის თანხმობა უკვე განაცხადა რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი განახლებული დოკუმენტის შესახებ ენმ-ის წევრმა აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ ძალაში რჩება ის კითხვის ნიშნები, რომლებიც ჰქონდა ოპოზიციურ პარტიას. ბუნდოვან ნორმებს შორის მინაშვილი ასახელებს ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დაკავშირებას და ასევე ამნისტიას და ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედების ვადას. „უმთავრესი და პირველი საკითხი არის ნიკა მელიას გათავისუფლება ყოველგვარი გირაოს გარეშე. მისი გათავისუფლება შექმნის სივრცეს შემდგომი ლაპარაკისთვის", - აღნიშნავს მინაშვილი. მისი თქმით, გირაოს სახით გამოსასყიდის გადახდა მიუღებელია და ნიშნავს პოლიტიკური დევნის დაკანონებას. აკაკი მინაშვილი ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ „მთავარი არხის" მეწილეს, გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუკი შეთანხმების დოკუმენტს ყველა პარტია მოაწერს ხელს. „ეს არის კიდევ ერთხელ საქართველოს ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ტყვეებით ვაჭრობის პრაქტიკა და პრეცედენტი", - თქვა პოლიტიკოსმა. როგორც მან აღნიშნა, ენმ-ის წევრებს მედიატორებისგან კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს: „არსებობს კონკრეტული საკითხები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემატური შეფასებები. ამ საკითხებზე გვქონდა დეტალური მსჯელობა ელჩებთან, მათ გავაცანით დეტალური ხედვა, მოვისმინეთ მათი აზრი". დაგეგმილია კონსულტაციების გამართვა პარტიაში იმისთვის, რომ მან ჩამოაყალიბოს საბოლოო პოზიცია. დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობა საჯაროდ უკვე გამოთქვეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ასევე, „ლელოს", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩის" წარმომადგენლებმა. დოკუმენტს ეთანხმება „ქართული ოცნებაც". 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ...
წყარო

Mariko

თბილისი
  • 15 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ